|
2020-04-03 15:42:48, 1964 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებს მშენებლობის გაგრძელების უფლების მისაღებად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუამდგომლებს
მშენებლობის სექტორში დასაქმებულმა სუბიექტებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად, დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ. კომპანიების წარმომადგენლებმა შევსებულ განცხადებასა და სარეგისტრაციო ფორმაში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნიან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პროექტის გასაგრძელებლად საჭირო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, კომპანიის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება - დასაქმებულთა ტრანსპორტირება, დეზინფექციის შესრულების სიხშირე და მასშტაბი, კვების ორგანიზების საკითხი, თერმოსკრინინგსისა და კომპანიის მიერ გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფრომაცია უნდა წარადგინონ. სარეგისტრაციო ფორმის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ განაცხადში მითითებულ ობიექტებს შეამოწმებს, ხოლო შემოწმების შემდეგ, აღნიშნულ სუბიექტებზე მშენებლობის გაგრძელების უფლების მინიჭების მიზნით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან უშუამდგომლებს. ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა მშენებლობის გაგრძელების უფლების მისაღებად, განცხადება და შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე - build@tbilisi.gov.ge უნდა გაგზავნონ. გაცხადებული პირობებისა და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს მუნიციპალიტეტის მერიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ. იმ შემთხვევაში, თუ წესებისა და რეკომენდაციების დარღვევის ფაქტი გამოვლინდება, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)