|
2020-04-02 17:31:55, 2196 ნახვა
სამართალი
2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
2006 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს მოკლული 7 და დაშავებული 22 პატიმრის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევები დაადგინა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრების ზურაბ კუხალაშვილისა (23 წლის) და არსენ ბუხრაშვილის (29 წლის) გარდაცვალებას ე.წ. „ბუნტის“ დროს მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად. მათ სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს N5 დაწესებულების როგორც ეზოში, ასევე სარეჟიმო კორპუსში შესული ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან განხორციელებელი ქაოტური სროლების შედეგად. მთლიანობაში, ე.წ. „ბუნტის“ დროს გარდაიცვალა შვიდი პატიმარი, ხოლო დაზიანება მიიღო ოცდაორმა პატიმარმა და ციხის ორმა თანამშრომელმა. ე.წ. „ციხის ბუნტს“ წინ უძღოდა 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის ბაჩანა ახალიას მხრიდან პატიმრების გ.ა.-ს და ზ.ვ.-ს სასტიკი ცემა, რამაც გამოიწვია პატიმრებში მღელვარება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მღელვარების ჩახშობისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაჩანა ახალაიას მიერ საქართველოს იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით და სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელობასაც ბაჩანა ახალაია ახორციელებდა იუსტიციის მაშინდელ მინისტრსა და მოადგილეებთან ერთად. აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში. რაც შეეხება სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილს (სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვა), სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 27 მარტს, „ბუნტის“ ჩახშობის სპეცოპერაცია, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია, დაიგეგმა და განხორციელდა ისე, რომ იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი - განურჩეველი და გადაჭარბებული. კერძოდ, დადგინდა, რომ არ ყოფილა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების მცდელობა, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო ზიანი. ამასთან, დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება. უფრო მეტიც, სპეცოპერაციის დროს გადამეტებული ძალა გამოიყენეს და საკუთარ საკნებში ჩაცხრილეს ის პატიმრებიც, რომლებსაც წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევიათ. რაც შეეხება სიცოცხლის უფლების პროცედურულ ნაწილს (სწრაფი და ეფექტური გამოძიების ვალდებულება), სტრასბურგის სასამართლომ უარყოფითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2006 წლის ივნისში, რაც იყო ძალიან დაგვიანებული და რამაც ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულების შეგროვება შეუძლებელი გახადა. ამასთან, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე გამოძიება წარმართა იმავე ორგანომ (სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა), რომელმაც „ბუნტის“ ჩახშობის ოპერაციას გაუწია ორგანიზება. სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ გამოძიების დროს არ გამოკვლეულა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და მომაკვდინებელი ძალის გამოყენების ფაქტები. უფრო მეტიც, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი და მათ არ უსარგებლიათ აუცილებელი საპროცესო უფლებებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს დასკვნით, ჩატარებული გამოძიება არ იყო ეფექტური, იყო დაგვიანებული და ვერ აკმაყოფილებდა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს, რის გამოც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა. სტრასბურგის სასამართლომ აგრეთვე უარყოფითად შეაფასა ის გარემოება, რომ გამოძიების მნიშვნელოვანი ხარვეზებით წარმართვის პარალელურად, არც მაშინდელი მოწვევის პარლამენტს უწარმოები მოკვლევა ამგვარ მასიურ ინციდენტზე, რომელმაც, მისივე თქმით, „ქვეყანა შეარყია და განსაკუთრებული საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა“. აღნიშნული დარღვევების გამო, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს პირველ და მეორე მომჩივანს (ზურაბ კუხალაშვილის ნათესავები) ერთობრლივად 40 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 5 400 ევრო ხარჯებისთვის, ხოლო მესამე მომჩივანს (არსენ ბუხრაშვილის ნათესავი) - 32 000 ევრო მორალური ზიანისთვის და3 400 ევრო კი - ხარჯებისთვის.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)