|
2020-04-02 15:18:40, 1022 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს გამოწვევებზე და ვცდილობთ, ბიზნესთან მიმართებაში ჩვენი თითოეული ნაბიჯი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს
„ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი მთლიანად, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის პერსონალს და გვაჩვენებს, რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ასეთი კომპანიები გააგრძელებენ საქმიანობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სამშენებლო სექტორში საქმიანობის შეზღუდვას ეხებოდა. მისი თქმით, მათი ამოცანა არ არის მაინცდამაინც მათი შეზღუდვა, ჩვენი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ ისინი უზრუნველყოფენ თავიანთი თანამშრომლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებას. მინისტრმა ასევე განმარტა კონკრეტული პროცედურები, თუ რა ფორმით მოხდება სამშენებლო სექტორში კომპანიების საქმიანობის დაშვების განხილვა. „არის საგანგებო შტაბი და ყველა გადაწყვეტილება ამა თუ იმ სამშენებლო კომპანიის დაშვებაზე, მიიღება მათთან ერთად. რამდენიმე უწყება ვიკონტაქტებთ სამშენებლო სექტორთან, ეს ალგორითმი, პრაქტიკულად აწყობილია და გასაჯაროვდება", - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო იქნება ერთ-ერთი უწყება, რომელიც გამოაქვეყნებს კონკრეტულ ფორმას და ამ ფორმის შევსების გზით უწყებას მიმართავენ სამშენებლო კომპანიები. „რაც შეეხება სამოქალაქო მშენებლობას, აქ ჩართულნი იქნებიან მუნიციპალიტეტები, ყველა ინფორმაცია მოიყრის თავს ერთად. ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით, ჩვენ გადავამოწმებთ პროცესს, როგორ ასრულებენ ეს კომპანიები დადგენილ წესებს, ვნახავთ, მათი უსაფრთხო საქმიანობის რა გარანტიები არსებობს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ეს არის ხელით სამართავი პროცესი, ეს არის დიდი გამოწვევა", - აღნიშნა მინისტრმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბევრ რაღაცაზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, მთავრობას ვერ გვექნებოდა წინასწარ გაწერილი პროცედურები, თუმცა, ყველა ხედავს, რომ ხელისუფლება ძალიან სწრაფად რეაგირებს ამ გამოწვევებზე. ვცდილობთ, „რომ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს ჩვენი თითოეული ნაბიჯი ბიზნესთან მიმართებაში და აქაც ასე იქნება - ვრწმუნდებით, ვამოწმებთ და კომპანია აგრძელებს მუშაობას", -განაცხადა ნათია თურნავამ მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დაწყებამდე სამშენებლო სექტორი იყო ერთ-ერთი მსხვილი სექტორი, სადაც ათობით და ასობით კომპანია ფუნქციონირებდა და დასაქმებული იყო ათასობით ადამიანი. შესაბამისად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს იყო მომატებული რისკის მატარებელი სფერო და დაექვემდებარა შეზღუდვებს. „ამ სფეროში ჩართულები არიან როგორც მსხვილი ინსტიტუციონალური კომპანიები, რომლებსაც არ გაუჭირდებათ, ძალიან სწრაფად გადაერთონ დღევანდელ მოთხოვნებზე და დაგვანახონ, რომ ყველანაირად იცავენ ჯანდაცვის მიერ დადგენილ წესებს და თავიან თანამშრომლებს, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია, ვისაც გარკვეული დრო დასჭირდება ამისთვის. მსურს მჯეროდეს, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მოახერხებს ამას, რაშიც დავეხმარებით, მაგრამ ზოგს დასჭირდება მეტი დრო, ზოგს -ნაკლები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)