|
2020-04-02 14:24:45, 2170 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვისაა მიღებული
ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების დაცვისთვისაა მიღებული“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათი ათურნავამ განაცხადა. მისი თქმით, 31 მარტიდან ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმია და გამკაცრებული ზომები გავრცელდა ცალკეულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. უნდა გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ. „ჩვენ გავამკაცრეთ მიდგომები, რათა მაქსიმალურად დავრწმუნდეთ, რომ კვლავაც ეფექტურად ვმართავთ პრევენციულ ღონისძიებებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. აქედან გამომდინარე, 31 მარტიდან ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმი და გამკაცრებული ზომები გავრცელდა ცალკეულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ. პირველ რიგში, ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, იმავე ბიზნესებში დასაქმებული ადამიანებიც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მთავრობის დადგენილებაზე, რომელმაც განსაზღვრა სისტემაშემადგენელი და მსხვილი კომპანიები, ასევე ცალკეულ ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედებისას საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. „პირველ რიგში, აქცენტს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლანების, ასევე ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების მიერ შემუშავებული წესების დანერგვასა და დაცვაზე. ყველა ბიზნესს მივმართავ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს იქნება ბიზნესების შემდგომი ფუნქციონირების აბსოლუტური წინაპირობა და ჩვენ ამას გავაკონტროლებთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)