|
2020-04-02 12:29:51, 1642 ნახვა
რეგიონი
ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელავში საკონტროლო გამშვებ პუნქტებს აკონტროლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მხარდამჭერმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, მთავრობის მიერ ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისთანავე, ქალაქ თელავში ოთხ შემსვლელ გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო. უკვე მეორე დღეა, რაც თავდაცვის ძალებისა და შსს-ს წარმომადგენლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს და სკრინინგს ახორციელებენ. თითოეულ გამშვებ პუნქტზე გაშლილია საველე სამედიცინო კარავი. ადგილზე სამედიცინო სამხედრო პერსონალი მოქალაქეების პირველად თერმოსკრინინგს ახორციელებს. ასევე, მიმდინარეობს ავტომანქანებში მოქალაქეების რაოდენობისა და მათი განლაგების განსაზღვრა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, თერთმეტ ქალაქში შემავალ და გამომავალ გზებს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)