|
2020-04-02 10:29:17, 1186 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - მოვახდენთ ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირებას, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და სამსახური დაკარგა, ჩვენ მოვახერხებთ მათ დახმარებასაც
ყველას კარგად გვესმის, რომ ტურისტული სექტორი 3 თვეში ვერ აღდგება, ჩვენ რეალურ დროში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯი არის სოციალური მხარდაჭერის ყველაზე სამართლიანი შესაძლებლობა. „ბევრი სხვადასხვანაირი შეფასება მოვისმინე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატსაათამდე ელენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს, 3 თვით სრულად თავისუფლდება კომუნალური გადასახადისგან. ეს ეხება 1, 2 მილიონ აბონენტს, როდესაც ჯამურად ქვეყანაში გვყავს 1,8 მილიონი აბონენტი, რაც 2/3-ზე მეტია. ბუნებრივი აირის მილიონამდე აბონენტია და პირდაპირ ვეხმარებით 650 ათას აბონენტს. ყველაფერი მოვსინჯეთ, მსგავსი ნაბიჯი არის სოციალური მხარდაჭერის ყველაზე სამართლიანი შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრემიერმა. გახარიას განმარტებით, იდეალური არაფერი არსებობს, ხარვეზები ყველა შემთხვევაშია და ამ მიმართულებით მუშაობას გაგრძელდება. „არის ბევრი ადამიანი რამდენიმე ბინით, მაგრამ ვესაუბრეთ მომსახურების ყველა მიმწოდებელს და შექმნილია პროგრამა, რომელიც ყველა პატიოსან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, უარი თქვას ამ დახმარებაზე, თუ მას ეს არ სჭირდება და ეს მოხმარდება სხვა ადამიანებს. დამიკავშირდნენ ამ თემაზე ადამიანები, რომლებიც 200 კილოვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, მაგრამ მსგავსი მხარდაჭერა არ სჭირდებათ. ეს ერთსულოვნება მისასალმებელია და ამ შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ. იყო კითხვები, ვინც მარტის გადასახადი გადაიხადა, როგორი მიდგომა იქნება მათთან მიმარტებაში. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ ამ გადასახადს დაუსუბსიდირებს და მათ მიერ გადახდილი თანხა შემდგომ პერიოდში გადავა. ელექტროენერგიის მოხმარება გამოდგა ყველაზე ობიექტური შეფასება იმ სოციალური დონის მოსახლეობისა, რომელსაც დღეს დახმარება სჭირდება. ეს საკმარისი არ არის და მოგვიწევს ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და სამსახური დაკარგა. ჩვენ მათთვისაც მოვახერხებთ დახმარებას, ამაზე ვმუშაობთ და ასეთი დახმარება იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)