19:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 16:52:03, 1241 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - საპატრიარქოსთან კოორდინაციით დავგეგმავთ, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით დაგეგმავს, როგორ ჩატარდება აღდგომის დღესასწაული.

ამის შესახებ გომელაურმა შიდა ქართლში,  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ, როდესაც 3 კაცზე მეტის შეკრება საგანგებო მდგომარეობის გამო იკრძალება, როგორც ჩატარდება აღდგომის დღესასწაული და აქვს თუ არა კოორდინაცია მთავრობას საპატრიარქოსთან, გომელაურმა ასე უპასუხა:

„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით საკითხები. აღდგომა მოდის, თუმცა ჯერ ორი კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით თუ როგორი ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით! ორ კვირაში რა იქნება არავინ იცის, მსოფლიოში არავინ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics