06:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 16:15:00, 620 ნახვა

საზოგადოება
დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა

დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობის საფუძველზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა)  მონაკვეთზე,  2015 წლის 10 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით ავტოტრანსპორტის გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მოძრაობა განხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით: ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე; მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ღამის 00:00 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე, (ინტენსიური ნალექების შემთხვევაში მოძრაობა აკრძალულია საღამოს 20:30 სთ–დან დილის 05:30 სთ–მდე.) საღამოს 20:30 სთ–დან ღამის 00:00 სთ–მდე მოძრაობისას აკრძალულია ერთდროულად ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით ერთზე მეტი (მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი  და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება.

დროის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics