20:07 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 17:38:47, 1764 ნახვა

საზოგადოება
მეუფე შიო - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ, ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი

„გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ, ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი“, - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ და დავიცვათ ის რჩევები, რასაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვაძლევენ, რათა არ მოხდეს ვირუსის გადადება.

„უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რასაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვაძლევენ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ, ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი.

ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში. პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა“, - განაცხადა მეუფე შიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics