21:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-28 14:48:43, 1562 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთავრობას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთავრობას საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, უკრაინული ავიაკომპანია „სქაიაფის“ საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.

„გასულ ორშაბათს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო იმმსაქართველოს მოქალაქეების აღრიცხვა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში არიან ჩარჩენილები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უმოკლეს ვადებში მოიძია დახმარების გზები -უკრაინული ავიაკომპანია „სქაიაფი“, რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაბრუნდნენ სამშობლოში.

გუშინ საღამოს მონაცემებით ჩვენ დაგვიკავშირდა 2950 ადამიანი. საშუალება გვაქვს 31 მარტიდან გავახორციელოთ 4 რეისი.

31 მარტი - ვარშავა-კიევი-თბილისი

1 აპრილი -  ბერლინი თბილისი

1 აპრილი - რომი თბილისი

2 აპრილი - ბარსელონა თბილისი

ძირითადი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, მოძიებულია სახსრები და ავიაკომპანია. მაგრამ ესაა საქმის 2/3 . ახლა საჭიროა ხელისუფლების ჩარევა, მათი მხრიდან დახმარება.  საჭიროა მოლაპარაკებები, რომ მივიღოთ ამ ფრენების განხორციელების ნებართვა. ასევე, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების მიღება და სამედიცინო კონტროლის ჩატარება.

ჩვენ მოგვარებული გვაქვს საკარანტინე ადგილების პრობლემაც. ახლა მთავარია მთავრობასთან სწრაფი მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics